მიხეილ სააკაშვილი პედაგოგ ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს
პრეზიდენტი დამსახურებული პედაგოგის, ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო
მწუხარებას გამოთქვამს.
მიხეილ
სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს, პედაგოგის ოჯახს და ახლობლებს.
„მე სამწუხარო ამბავი შევიტყვე დამსახურებული პედაგოგის, ქალბატონი ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების შესახებ. ქალბატონი ლამარა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლას და იყო შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. ორიოდ წლის წინათ ქალბატონი ლამარა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დავაჯილდოვეთ და, ვფიქრობ, მის ცხოვრებას ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა - "ბრწყინვალება" შეეფერება. გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი ლამარას ოჯახის წევრებს და მის ახლობლებთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს“,- ნათქვამია პრეზიდეენტის
განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
internet.ge