რესპუბლიკელი სენატორი
რიჩარდ ლუგარი 12 აგვისტოს საქართველოს ეწვევა. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო
იუწყება, ლუგართან ერთად თბილისში ჩამოფრინდება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის
თანაშემწე ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერი.
ამერიკელი სტუმრები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიისათვის რიჩარდ ლუგარის სახელის მინიჭების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ლუგარის სახელი ლაბორატორიას იმ დამსახურებების გამო ენიჭება,
რომლებიც სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების
საქმეში მიუძღვის.
რიჩარდ
ლუგარი და ენდრიუ ვებერი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიალში.
აღნიშნულ
შენობაში განთავსდება ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და უოლტერ
რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფისები.
Internet.ge