ინდოეთში ავარაიას 40 ადამიანი ემსხვერპლა
15:57 11.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ჩამბას ოლქში მგზავრებით გადავსებული ავტობუსი
ხეობაში გადავარდა. დაღუპულია 40 ადამიანი, 17 კი დაშავებულია. მაშველების თქმით, 32 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, 8 კი საავადმყოფოში
გადაყვანისას.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტობუსი გადავსებული იყო, რის გამოც, შესაძლოა, მძღოლმა
საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კონტროლი დაკარგა.
ჩამბა ქვეყნის ერთ-ერთი მოშორებული რაიონია, სადაც ტრანსპორტი იშვიათად დადის,
ამიტომაც, ამ მარშრუტზე მგზავრთა რაოდენობა ყოველთვის დასაშვებ მეტია. ინდოეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით ავარიები უფრო ხშირად ხდება.
ყოველწლიურად, საგზაო შემთხვევებს იქ 100 ათასამდე ადამიანი ეწირება. მთავარი
მიზეზები კი უხარისხო გზები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|