ქალაქ ალ-მაიადინში
მეამბოხეებმა სპეცსამსახურების რამდენიმე ოფისი დაიკავეს. შტურმის დროს კი მოკლეს
უსაფრთოების ძალების 13 თანამშრომელი, რომლებიც შენობებს იცავდნენ. ასევე ტყვედ
აიყვანეს დაზვერვის 3 თანამშრომელი - იუწყება რადიო „თავისუფლება“.
აქტივისტების
ინფორმაციით, მსხვერპლია ალეპოშიც, სადაც ტარიკ ალ-ბაბის რაიონში სროლებისას 10 ადამიანი
დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.
ოფიციალური წყაროების
თანახმად სამთავრობო ძალებმა მოახერხეს ალეპოს რაიონებიდან შეიარაღებული ოპოზიციის
განდევნა. იუწყებიან მსხვერპლის შესახებაც, თუმცა შემოიფარგლებიან მხოლოდ სიტყვით
„ბევრი“. საკუთარ რიგებში სამხედროების დანაკარგზე სამთავრობო წყაროები არაფერს
ამბობენ.
Internet.ge