ინდოელი
რადიკალები იმუქრებიან, რომ ქალებს, რომლებსაც ქუჩაში ჯინსებში ჩაცმულებს ნახავენ,
მჟავას შეასხამენ.
მსგავსი
შინაარსის მუქარის შემცველი პლაკატები ინდოეთის უმსხვილესი ქალაქის
ჯარკხანდ-რანჩის სასწავლო დაწესებულებებში გამოაკრეს. ხელნაწერი პლაკატები უცნობ
დაჯგუფებას Jharkhand Mukti
Sangh-ის ეკუთვნის.
ექსტრემისტები იმუქრებიან, რომ 20 აგვისტოდან
დაიწყებენ „მჟავათი თავდასხმებს“ ქალებზე, რომლებიც ტრადიციულ ტანსაცმელზე უარს
ამბობენ.
მოსახლეობაში მუქარა მალევე გავრცელდა, რამაც
პანიკა გამოიწვია. ამის გამო პოლიცია გაძლიერებულ პატრულირებაზეა გადასული.
ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში ქალებზე მჟავას
შესხმა დასჯის ერთ-ერთი ტრადიციული მეთოდია. ამ მეთოდს, ძირითადად, ურჩი ცოლების
მიმართ იყენებენ.
Internet.ge