მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში.
ბათუმისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი "ჟიგულის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი, მეათეკლასელი გოგონა და მისი დედა ადგილზევე დაიღუპა, მძღოლი კი, რომელიც გარდაცვლილთა მეზობელი იყო, მძიმე მდგომარებაში ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მას საჭირო მკურნალობა უტარდება და ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
internet.ge