GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უშბის მწვერვალზე სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა
10:24 13.08.2012
დღის სიახლეები

უშბის მწვერვალზე სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა.  მაშველებმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული რუსი ალპინისტის მესტიაში გადმოსვენება შეძლეს. ჯგუფის დანარჩენი წევრების მწვერვალიდან დაშვება კი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

რაც შეეხება უშბაზე, 4500 მეტრის სიმაღლეზე ჩარჩენილ სომეხ მთამსვლელს, ქართველმა მაშველებმა მისთვის საკვები პროდუქტებისა და საგანგებო აღჭურვილობის მიწოდება შეძლეს. ალპინისტის გადმოყვანას მაშველთა ჯგუფი დღის პირველ ნახევარში გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, სომეხი მთამსვლელი უშბის დაპყრობას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა და უკვე მესამე დღეა მწვერვალზე იმყოფება.

სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, მესტიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მთამსვლელები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ სამი ალპინისტი უშბის დასალაშქრად იყო წასული, სადაც უბედურ შემთხვევას ერთი მთამსვლელი ემსხვერპლა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს1
"პრიზა", “არტი“, "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" პროკურატურას მიმართავენ2
ფრანგულმა გამოცემამ ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეულ პროტესტს მუჰამედის კარიკატურა მიუძღვნა3
ყველაზე მაღალი ფინანსური შემოსავალი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"-მ მიიღო4
ახალციხის განახლებული რაბათის ციხე იხსნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X