ირანში მომხდარი ორი
მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია 277 და დაშავებულია 2 000 ადამიანი, 16,000
კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ბუნებრივი კატასტროფა ქალაქ ტაბრიზში მოხდა.
სამაშველო ჯგუფები
მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ძებნას კვლავ განაგრძობენ.
ხელისუფლებამ
დაზარალებული მოსახლეობა უკვე უზრუნველყო წყლითა და თავშესაფრით. ისინი ქუჩაში
დროებით აშენებულ კარვებში ცხოვრობენ.
ოფიციალური პირების
განცხადებით, შეიქმნა საველე ჰოსპიტალებიც, სადაც დაზარალებულებს სამედიცინო
დახმარება მიეწოდებათ. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ
მოსახლეობის დასახმარებლად 500 სისხლის ჩანთა გამოყო.
6.4 და 6.3 ბალიანი
მიწისძვრები ტაბრიზის მახლობლად მდებარე სოფლებში 11 აგვისტოს ნაშუადღევს დაფიქსირდა.
ორი მიწისძვრა 11 წუთის ინტერვალით მოხდა.
Internet.ge