ირანში მომხდარი
ტრაგედიის შემდეგ, ვრცელდება ხმები, რომ
დამანგრეველი მიწისძვრა სომხეთშიც მოსალოდნელია, რის გამოც ქვეყანაში
პანიკა შეინიშნება.
ქვეყნის საგანგებო
სიტუაციების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა,
რომ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„ჩვენ მოვუწოდებთ
მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ცრუ
ინფორმაციას. ამ დრომდე მსოფლიოში არც ერთ მეცნიერს და სეისმოლოგიურ სამსახურს
მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია - ანუ მოსალოდნელი მიწისძვრის თარიღის,
ადგილისა და სიმძლავრის დადგენა შეუძლებელია,“ - აცხადებს სამინისტრო.
ირანში კი დაღუპულთა
რაოდენობამ 306-ს მიაღწია. დაზარალებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. მაშველებმა
საძიებო სამუშაოები უკვე შეწყვიტეს.
Internet.ge