გურჯაანში „BMV“- ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ხანდაზმულ მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ ის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსთა შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად
მძიმეა. რაც შეეხება მძღოლს ის პოლიციას უკვე ჩაბარდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge