ოზურგეთის რეგიონში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი
კონტეინერის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნული განცხადება რეგიონში მყოფმა
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამასთან შეიქმნება მობილური ჩამბარებელი პუნქტები.
„მთავრობა იქნება გარანტი, რომ გლეხი კომპანიას იმ ფასებში ჩააბარებს
თავის პროდუქტს, რაც მომგებიანი იქნება.
გლეხმა მეტი მოგება უნდა მიიღოს ვიდრე ხარჯი აქვს. ამ კომპანიის შექმნა
საშუალებას მისცემს გლეხს პროდუქციის რაოდენობის მიუხედავად ის მთლიანად
გაყიდოს, რაც თავის მხრივ ინტერესს გაუღვივებს“,- აღნიშნა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილი ახალი ინიციატივითაც გამოვიდა და ფერმერებს მოუწოდა
საერთო ბაზრის შენარჩუნებისთვის ერთმანეთთან კონკურენცია დროებით გვერდზე გადადონ.
„ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად შევებრძოლოთ იმ უცხოურ კომპანიებს,
რომელიც ჩვენ ბაზარს იპყრობენ“,- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
internet.ge