რუსთავის მერვე მიკრორაიონში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ინცინდენტის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინის მეპატრონები დასასვენებლად იყვნენ.
დამწვრობის სუნი მეზობლებმა იგრძნეს და შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდნენ.
ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. ხანძრის გამომწვევ
მიზეზებს პოლიცია ადგენს.
internet.ge