კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების დარიგება დაიწყო.
სტიქიის სალიდიკვაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნულ პროცესს
პირადად დაესწრო.
ბეჟაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში რამოდენიმე მობილური ჯგუფი
იმუშავებს.
გარდა აღნიშნულისა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა პირადად გადაამოწმა
აღწერეს თუ არა იმ სტუდენტთა რაოდენობა, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და
საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ.
„ჯერ კიდევ მიმდინარეობს ზარალის სრული აღწერა, ეს დახმარება არ
იქნება ერთჯერადი. მთავრობის გადწყვეტილებით, გლეხები სხვადასხვა სახის დახმარებას
მომავალშიც მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ფულად კომპენსაციას 18 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
პრემიერ-მინისტრმა უკვე წარადგინა მთავრობის 5 პუნქტიანი გეგმა,
რომელიც ყველა დაზარალებულისთვის არის განკუთვნილი: 1. ყველა დაზარალებულმა ოჯახმა
უნდა მიიღოს სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი); 2. მთავრობა იღებს
ვალდებულებას აღადგინოს დაზიანებული სახურავები; 3. ისინი, ვისაც მოსავალი
მთლიანად გაუნადგურდა 1300-დან 1500 ლარამდე დახმარებას მიიღებენ; 4. ვისაც
მოსავალის 70% გაუნადგურდა 800 და 900 ლარამდე თანხა გადაეცემა; 5. ვისაც მოსავლის
50 % გაუნადგურდა 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებს.
internet.ge