GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
18:19 14.08.2012
დღის სიახლეები

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ ჩვენ ვგეგმავდით 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე. ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან 12:30-მდე იმის გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი იყო საჯარო ღონისძიებების მოწყობა. 

სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი გაგრძელდა დაახლოებით 14:00-მდე.

შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ჩვენი პარტიული ღონისძიება მიმდინარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების (საჯარო კონცერტის) პარალელურად.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და მოხალისეებისა, ესწრებოდნენ სხვა პირებიც, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიების ნაწილი. ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვებით მომართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ერთიანი ქცევის წესები.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარიაშვილმა “მონპელიესთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა1
ნუგზარ წიკალური: ჯონ მაკკეინის მხარდაჭერა ნატოს გადაწყვეტილებაზეც აისახება2
პარლამენტში, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, "ქრისტიან-დემოკრატებმა" დასვეს3
მედია ექსპერტის შეფასება4
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X