რამდენიმე დღეში ლაზიკას მშენებლობა დაიწყება
21:22 14.08.2012
|
დღის სიახლეები
|
„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების
განხორციელება - ახალი უმშვენიერესი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, რომელიც
იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი
ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული
ქართული პორტი... დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და
ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა
ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს
ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა...“, - ეს განცხადება საქართველოს
პრეზიდენტმა დღეს, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში საქართველოს ოლიმპიური
ნაკრების წევრებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც
სახაფხულო ბანაკში ისვენებენ.
მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა,
სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა. მიხეილ
სააკაშვილმა ნაკრების წევრებს სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ სულ
მოსახლეზე მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე
ადგილი დაიკავა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|