სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში დღეს ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, ზოგ რაიონში წვიმას, შესაძლოა, სეტყვაც დაერთოს.
ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ დედაქალაქშიც. სპეციალისტების პროგნოზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარია მოსალოდნელი.
არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
internet.ge