დამწვრობის ცენტრში წლისა და 6 თვის ბავშვი მოათავსეს, რომელმაც ადუღებული წყალი გადაისხა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.
დაზარალებულს სხეულის 14 პროცენტი აქვს დამწვარი. ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.
პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. როგორც ექიმები აცხადებენ, მცირეწლოვანს დამწვრობითი შოკი აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
internet.ge