ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას სახლში გუშინ, გვიან საღამოს უცნობი პირები
შეიჭრნენ.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში დაბრუნებულ ჩაჩუას
პირადი ნივთები არეული დახვდა.
მისი განცხადებით, ფული და ძვირფასი ნივთები არ არის
წაღებული. მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტმა პოლიციას წუხელვე შეატყობინა, მიმდინარეობს
გამოძიება.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მან ისანი-სამგორის პოლიციის მთავარი სამმართველოს
მეორე განყოფილებაში ჩვენება უკვე მისცა.
პოლიცია ჩაჩუას ბინაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჟურნალისტს
ბინა 3 წელია ქირით აქვს აღებული.
Internet.ge