შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნევადის კინოთეატრში
მამაკაცმა შემთხვევით საკუთარ თავს ესროლა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 56 წლის მამაკაცმა დაზიანებები
მიიღო, თუმცა ისინი სიცოცხლისათვის საშიში არ არის.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მამაკაცს იარაღის ტარების
უფლება ჰქონდა.
თავად დაზარალებულის თქმით, ფილმის ყურებისას მას ჯიბიდან იარაღი
ამოუვარდა და იატაკზე დაუვარდა. აღებისას კი შემთხვევით გაისროლა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge