საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს ცხელი
ხაზის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას
აღნიშნა, სახელმწიფო დაზღვევის ახლი პროგრამისთვის მსგავსი ტიპის ცხელი ხაზების
გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია.
„მთავარია დაზღვეულებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ დაზღვევის
შესახებ, იმის შესახებ თუ სად, რომელ რეგიონში, რომელი პროფილის ექიმს უნდა
მიმართონ შესაბამისი მკურნალობისთვის“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
internet.ge