თელავის რაიონში, 21 წლის ვალერი გიგაური, 3 მეტრი სიღრმის
მიწის თხრილში დაიმარხა. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა
მილების შეცვლისა და გადატანის სამუშაოებს ასრულებდა.
არსებული ინფორმაციით, გიგაურს ფეხი დაუცდა. მის ამოყვანას
სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო ერთდროულად ცდილობდა, თუმცა ახალგაზრდას
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
21 წლის მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
internet.ge