სამხრეთაფრიკელმა სამართალდამცველებმა გაფიცულ მაღაროელებს ცეცხლი ტელეკამერების წინ გაუხსნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მარიკანას მაღაროსთან, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა იქ დასაქმებულ ადამიანებს გადაკეტილი აქვთ, პოლიცია წესრიგის დამყარებას ცდილობდა.
რამდენიმესაათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ კი სამართალდამცველებმა ამბოხებულ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 18 ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო გამოსვლები სამხრეთ აფრიკაში გასულ პარასკევს დაიწყო. დემონსტრანტები მმართველი კომპანიისგან, რომელიც აღნიშნულ მაღაროში პლატინის მოპოვებას ეწევა, ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, თუმცა კომპანია "ლონმინმა", რომელიც მსოფლიოში ძვირფასი მეტალის მოპოვებით მესამე ადგილზეა, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
internet.ge