საქართველოს საგარეო
საქმეთა
სამინისტრო, ბაგრატიონთა უძველეს საფლავებთან დაკავშირებით, რუსეთს, შვეიცარიის მეშვეობით, ოფიციალური ნოტით მიმართავს.
როგორც დღეს
გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ
განაცხადა, ქართული მხარე სრული ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება.
„თუ ფაქტები
დადასტურდება, რომ საფლავზე სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, რუსულ
მხარეს
მივმართავთ. ამის შემდეგ კი, გადმოსვენების საკითხიც დაისმება“,- განაცხადა
კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონთა უძველეს საფლავს რუსეთში, დაბა ვსესვიატსკოეში, საფრთხე ემუქრება. ტერიტორიაზე, სადაც ქართველი მოღვაწეები არიან დაკრძალული უკანონო
მშენებლობა აღმოაჩინეს.
internet.ge