შოვის ეკლესიის წინამძღვარი და მისი მრევლი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს
რაჭიდან თბილისიის საავადმყოფოში 4 ადამიანი მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზით
გადმოიყვანეს.
პაციენტთაგან ყველაზე მძიმედ 23 წლის გოგონაა,
ის წმიდა მიხაელის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა
გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი
კენკროვანი მცენარით მოიწამლა. თავდაპირველად დაზარალებულები ამბროლაურის
საავადმყოფოში მოათავსეს, სოკოსგან მოწამვლის დიაგნოზით, თუმცა მოწამვლის მიზეზის
დაზუსტების შემდეგ ექიმებმა მათი თბილისში ჰოსპიტალიზება გადაწყვიტეს.
მოწამლულთაგან ერთ-ერთი შოვის ეკლესიის
წინამძღვარია.
internet.ge