GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ისნის რაიონში მცხოვრებ 110-მდე დევნილს ბინა საკუთრებაში გადაეცა
20:51 20.08.2012
დღის სიახლეები
დევნილთა საკითხებში მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რ-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები გადასცა.

ყოფილ 165-ე ბაგა-ბაღში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 111 პირი ცხოვრობს, რომლებიც 1992 წლიდან თბილისის სხვადასხვა ავარიულ კომპაქტურ ობიექტებში - ბალნეოლოგიურის შენობაში, მე-9 საავადმყოფოსა და ღუდუშაურის კლინიკაში წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ყოფილი ბაგა-ბაღის შენობას 2011 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოგვარდა დევნილთათვის მნიშვნელოვანი საკითხები - დამონტაჟდა ინდივიდუალური ელ.მრიცხველები და ახალი საკომუნიკაციო სისტემა, რის შემდეგაც ყოფილ 165-ე ბაგა-ბაღში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართებში განსახლდნენ. კვირის ბოლოდან კი აღნიშნულ ობიექტში გაზიფიცირების პროცესი დაიწყება. თუმცა, დღემდე დევნილების მთავარ საჭიროებად ბინების საკუთრებაში გადაცემა რჩებოდა.

დღეს მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილმა თითოეულ დევნილ ოჯახს პირადად გადასცა საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. დღეიდან მათ უკვე შეუძლიათ შექმნან კორპუსის "ამხანაგობა" და მიიღონ ის სარგებელი, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის მიერ ხორციელდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში1
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს2
"პრიზა", “არტი“, "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" პროკურატურას მიმართავენ3
ფრანგულმა გამოცემამ ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეულ პროტესტს მუჰამედის კარიკატურა მიუძღვნა4
ალავერდის ტაძრის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X