სტიქიისგან ხელმეორედ დაზარალებულ კახეთის
რეგიონში ზარალის სალიდიკვაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში
მიმდინარეობდა. გაწმენდითი სამუშაოები რეგიონში ამ წუთებშიც გრძელდება.
ადგილზე სამაშვველო სამსახურის
თანამშრომლებთან ერთად თავდაცვის ქვედანაყოფებიც იმყოფებიან. ისინი ქარისგან
მოგლეჯილი ხეებსგან ასუფთავებენ ეზოებსა და გზებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, გუშინ
მოსულმა ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა, კახეთის ნაწილს ელექტროენერგია
ამ წუთებშიც არ მიეწოდება.
შეგახსენებთ, წუხანდელი ძლიერი წვიმისა და ქარიშხალის შედეგად, ყვარელსა და ლაგოდეხში ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა , გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ქარმა საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დატოვა.
ადგილობრივი
ხელისუფლება
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა,
მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
კახეთის სტიქიის ეპიცენტრი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ გახდა.
internet.ge