პოლონეთისა და
ლიტვის საზღვართან მდებარე ბელორუსის სოფელ გროდნოს მკვიდრმა შვილიშვილისათვის
ფრანი (საჰაერო გველი) გააკეთა და ცაში გაუშვა. ვიქტორ ემელიანენკოს მაშინვე
სამხედრო პირებმა მიაკითხეს და სასწრაფოდ ფრანის მიწაზე დაშვება უბრძანეს.
როგორც
გაირკვა, ფრანის გაშვების შემდეგ სასაზღვრო და საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა.
საჰაერო ძალები
განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ, რაც ივლისში მომხდარი ინცინდენტითაა
განპირობებული, როცა ბელორუსის საჰაერო ძალებმა ვერ დააფიქსირეს ლიტვიდან მათ
საჰაერო სივრცეში შეჭრილი თვითნფრინავი, რომლიდანაც მინსკის შემოგარენში ადამიანის
უფლებათა დაცვის მოწოდებებით პლუშის დათუნიები ჩაყარეს.
„პლუშის
დესანტის“ გამო ლუკაშენკოს მთავრობის წევრთა დასჯა ამ დრომდე არ დაუსრულებია.
ბელორუსის პრეზიდენტმა შემთხვევიდან რამდენიმე ხანში თავდაცვის მინისტრი და
საჯაერო ძალების სარდალი გაათავისუფლა თანამდებობებიდან, ორი
დღის წინ კი შს მინისტრიც მოხსნა.
Internet.ge