პირველი ლედი დაზღვეულთა ახალი ნაკადის მისაღებად კლინიკების მზაობას თავად ამოწმებს
საქართველოს პირველი ლედი კლინიკების მზაობას 1-ელი სექტემბრიდან, დაზღვეულთა ახალი ნაკადის მისაღებად თავად ამოწმებს.
სანდრა ელისაბედ რულოვსი ამჯერად იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ეწვია და ადგილზე გაეცნო ვითარებას, როგორ მიმდინარეობს პროცესი ახალი სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციართა მისაღებად.
სანდრა რულოვსმა სამედიცინო პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობასა და ექთნებისთვის ხელფასების მომატებაზე ესაუბრა.
მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვისთვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს.
internet.ge