კიკეთში, კედლის ჩაონგრევის შედეგად, ოთხი
წლის ბავშვი - დათუნა გათენაშვილი
გარდაიცვალა. არიან დაშაცვებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მაშინ
მოხდა, როდესაც ბავშვები შენობაში თამაშობდნენ,
დაღუპულის მამა კი მათ გამოყვანას ცდილობდა.
34 წლის შალვა გათენაშვილი და
10 წლის მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკაში
მოათავსეს.
შალვა გათენაშვილი ღუდუშაურის
კლინიკაში გადის მკურნალობას, მოზარდი იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული.
მედიკოსთა განცხადებით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაკრძალვისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.
internet.ge