GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთს დამანგრეველი ტაიფუნი უახლოვდება
19:57 28.08.2012
დღის სიახლეები

დამანგრეველი ტაიფუნი რუსეთის სანაპიროებს უახლოვდება. ბოლავენმა უკვე ჩაძირა ორი გემი ყვითელ ზღვაში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ძალები შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლა.

მანამდე სტიქია იაპონიასა და სამხრეთ კორეას დაატყდა თავს. ხელისუფლებამ ტაიფუნის გავრცელების არეალიდან გემების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ყველა ხომალდისა და თვითმფრინავის გაყვანა მაინც ვერ მოასწრეს.

ყვითელ ზღვაში ორი ჩინური თევზსაჭერი გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 30 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა, ათზე მეტი მეთევზე კი დაკარგულად ითვლება.

ელოდებიან, რომ ტაიფუნი პრიმორსკისა და ხაბაროვსკის მხარის ტერიტორიაზე შეაღწევს, ასევე ამურის მხარის სამხრეთით, შემდეგ კი სახალინს, მაგადანსა და კამჩატკას დაატყდება თავს.

უკვე მობილიზებულია ძალები, რომლებმაც ტაიფუნის შედეგების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ, რაშიც 130 ათასი ადამიანი და 24 ათასი ერთეული ტექნიკა ჩაერთვება.

სტიქიისთვის ემზადება რუსული არმიაც. აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლობამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა. მათი პირველი უმთავრესი მიზანი სამხედრო ტექნიკის დაცვა და შენარჩუნებაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა1
მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს2
შინაგანი ორგანოებით ვაჭრობისთვის ჯარისკაცებს კლავენ3
დაკავებული სტუდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს4
რუსეთს დამანგრეველი ტაიფუნი უახლოვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X