შს სამინისტროს დანაყოფები საქართველო-რუსეთის საზღვართან რჩებიან
02:22 29.08.2012
|
დღის სიახლეები
|
შს სამინისტროს დანაყოფები საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, რჩებიან. გარდა რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციისა, რომ "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს
ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია", შს სამინისტროს მხრიდან ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ, ვინაიდან სოფელ ლაფანყურში შეინიშნება ვერტმფრენების გადაადგილება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს შს მინისტრი ბაჩო ახალაიაც.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|