14 ივნისს ფონიჭალაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი 17 წლის გოგონა დღეს
გარდაიცვალა. გოგონა ორი თვის განმვალობაში სუნთქვით აპარატზე იყო შეერთებული. ექიმების
მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, ა.წ 14 ივნისს, ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზე,
21 წლის ზურაბ სხირტლაძე დაღუპული,
17 წლის გოგონა კი დაჭრილი იპოვეს.
სხირტლაძეს ორი ტყვია გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
მომხდართან დაკავშირებით, სამი ვერსია ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, სხირტლაძემ „ტეტეს“ ტიპის იარაღით თავისი შეყვარებული დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.
internet.ge