|
14:08 06.11.2012
|
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა თავი იგრძნო ცუდად, გამოძახებული იქნა ექიმი, დაფიქსირდა არტერიული წნევა 240/120, ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდია. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა მჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. |
| |
12:57 06.11.2012
|
„საერთოდ არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში, არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია ყველა მხარე არასწორედ იქცევა“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გააკეთა. |
| |
12:48 06.11.2012
|
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას. |
| |
12:46 06.11.2012
|
პარლამენტში დღეს, იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. |
| |
12:42 06.11.2012
|
მთავარი პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის დაკითხვას გეგმავს. ქვეყნის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ მისი უწყების მოვალეობაა, საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს. |
| |
11:03 06.11.2012
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე დღეს, თავის მოადგილეებს წარადგენს. მინისტრის მოადგილეები ნინო შარაშიძე და ირაკლი თერქთურმანიძე იქნებიან. |
| |
11:01 06.11.2012
|
„ფოლცვაგნის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ახალსოფლელი ლევან შარაძე. |
| |
10:47 06.11.2012
|
რამდენიმე მოშიმშილემ კი, პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ექიმების განცხადებით, აქციის მონაწილეები საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებენ. |
| |
10:45 06.11.2012
|
ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ექსპერტ ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ. ექსპერტს საკუთარი სახლიდან 13:00 საათზე გამოასვენებენ და გლდანის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
|
| |
10:43 06.11.2012
|
საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის საგანგებო ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელან ვერვეერი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. |
| |
10:37 06.11.2012
|
„აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა“,– აღნიშნულია განცხადებაში.
|
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|