GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბალავაძე: ივანიშვილის „ხუშტურებზე“ საქართველო ვერ ივლის
16:43 10.04.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განწყობაზე, ვერც კანონი და ვერც ქვეყანა ვერ აეწყობა. მისი თქმით,  საქართველო - სახელმწიფოა და ქვეყანა, „ვიღაცეების ხუშტურებზე“  ვერ ივლის. დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი თუ აქვს, მას უფლებებს არავინ უზღუდავს, მაგრამ ეტყობა, მას ამის სურვილი არ გააჩნია.  „ქართული ოცნების“ განცხადებებთან და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, – “ინტერნეტ.ჯი” ვახტანგ ბალავაძეს ესაუბრა:

- „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიმართავს, რადგან ეს ალოგიკურია. ოპონენტები რატომ ძაბავენ ვითარებას?  

- მათი განცხადება რას ნიშნავს არ მესმის, თუმცა, ფაქტია, რომ თავის დროზე, საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილმა თავად დაკარგა, მაგრამ „ქრისტიან-დემოკრატების“ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვილი იქნება, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართვის საშუალება ექნება. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას, მმართველი გუნდი მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ კითხვის ნიშნები აღარ ყოფილიყო და ვიღაცას სპეკულაციების საშუალება არ მისცემოდა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ივანიშილს თუ აქვს, მას უფლებებს არავინ უზღუდავს, მაგრამ ეტყობა, მას ამის სურვილი არ გააჩნია. ზოგადად, ამ ადამიანს რა უნდა და რას აკეთებს ვერ ვხვდები. ის აგიტაციას აქამდეც ეწეოდა და ოფისებს ადრეც ხსნიდა, მაგრამ ამის გამო, არავის დაუჯარიმებია.   რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას,  ამ საკითხს, პრეზიდენტი წყვეტს და არა კოლეგიალური ორგანო.  

- „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივას, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების „გაპრავებად“ მიიჩნევს და მისი წინააღმდეგია. არადა, ფაქტია, რომ ამ ცვლილებებით, ივანიშვილს შეზღუდვები ეხსნება. ამ იდეით, რატომ არის „ქართული ოცნება“ უკმაყოფილო?

- ივანიშვილის განწყობაზე, ვერც კანონი და ვერც ქვეყანა ვერ აეწყობა.  საქართველო - სახელმწიფოა და ვიღაცეების  ხუშტურებზე  ვერ ივლის. ეს წინადადებები, „ქართულ ოცნებას“ მოსწონს თუ არა, ეს ერთი მხარეა, მაგრამ  ბურთი და მოედანი თავისუფალია და მათ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

- ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს და ართქვათ, რომელიმე უწყებას,  რატომ?

- ალბათ, ეს მათი საარჩევნო სტრატეგიაა, თუმცა, ეს იქედან გამომდინარეობს, რომ ამ ხალხს, პოლიტიკური პროცესების წარმართვის კონკრეტული ხედვა არ გააჩნია. მათ არ იციან, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები რა გზით უნდა გადაიჭრას და ა.შ.

- 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილი პარტიის დაფუძნებას აპირებს, მაგრამ ვინაიდან, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამას იურიდიულად როგორ შეძლებს?

- პარტიის დაფუძნებაც და სხვა პოლიტიკური საქმიანობა, მან კანონის ჩარჩოში უნდა მოაქციოს. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტიას ვერ დააფუძნებს, მაგრამ მას პარტნიორები ჰყავს, რომლებსაც ამისი საშუალება აქვთ. ეჭვი არავის ეპარება, რომ კოალიციის ლიდერი - ივანიშვილია. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი „ქდმ“-ს ინიციატივებს დაამტკიცებს, მას საშუალება ექნება  საარჩევნო სიაშიც მოხვდეს.

- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევის გამო, ივანიშვილის გუნდი, არაერთხელ დააჯარიმეს. სანამ, ივანიშვილი პოლიტიკური უფლებებით აღიჭურვება და ამ ცვლილებებს პარლამენტი მაისის ბოლოს დაამტკიცებს, ივანიშვილს დაჯარიმება ისევ ემუქრება?

- ივანიშვილს იურისტების ამალა ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ კანონები წაიკითხონ, რომ თამაშის წესები გაარკვიონ. მათ კარგად იციან, რისი უფლება აქვთ და რისი არა. კანონის წინაშე, ყველა თანაბარია და ნებისმიერი გადაცდენის შემთხევვაში, რეაგირება იქნება. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულები არიან1
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 25 ოქტომბრისთვის2
თიბილოვი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩაფრინდა3
რამდენიმე უბანზე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს4
ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი დაესწრებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X