GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინტერვიუ "ქართული ოცნების" აქციას შეწირულ წლისა და 7 თვის ბავშვის ოჯახთან
10:50 06.10.2012
დღის სიახლეები
ზუგდიდში 4 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული წლისა და 7 თვის ნიკა კვირტიას ოჯახის ახლობლები მომხდარის შესახებ „პრესა.ჯი“-სთან პირველად საუბრობენ.
"ინტერნეტ.ჯი" აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: 

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გარდაცვლილის მამა და მეზობლები, „ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდში გამართულ აქციაზე მიდიოდნენ. 

"როგორც კვირტიების ახლობელმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გარდაცვლილის მამა კოალიციის აქტივისტი იყო. თუმცა, მისი თქმით, უბედურ შემთხვევასთან, რომელსაც ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, პოლიტიკას არავითარი კავშირი არ აქვს. 

გარდაცვლილის ნათესავი: „ქართული ოცნების“, აქტივისტებმა გადაწყვიტეს ირაკლი ალასანიასთვის მხარდაჭერა გამოეხატათ და მეზობელს, რომელსაც სამარშუტო ტაქსი ჰყავს, სთხოვეს ქალაქის ცენტრში გაეყვანათ. ამ დროს პატარა მამასთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მცირეწლოვანი, აქტივისტების შეკრებამდე ბებიას ჩააბარა. 

თავად კი მაისურის გამოსატანად სახლში შევიდა. როგორც ჩანს, ბებიას ბავშვი მხედველობიდან გამორჩა. შემდეგ კი რაც მოხდა ყველამ კარგად იცით, ბავშვი მანქანის ქვეშ შეძვრა და სამარშუტო მანქანამ გადაუარა. 

- რა ბედი ეწია ვიტალი ახალაიას, რომელიც აღნიშნულ სამარშუტო ტაქსს მართავდა?

- რა უნდა მოსვლოდა, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ის ზუგდიდის პოლიციას ჩაბარდა. თუმცა, ოჯახის ახლობლების მოთხოვნით, ერთ საათში გაათავისუფლეს. მას ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის ამ საშინელ ტრაგედიაში. მშრომელი ბიჭია, დევნილი. 

დისტრიბუტორად მუშაობდა და ამით არჩენდა ოჯახს. ის სამსახურში მიდიოდა, როდესაც ახლობლებმა ზუგდიდის ცენტრში გაყვანა სთხოვეს და სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა. პირადად მამამ და ბებიამ დაწერეს განცხადება და წინასწარი პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. 

- მომხდარიდან რამდენიმე წუთში აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური ელფერი დაედო...

- სწორედ ამიტომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. არ მინდა ჩვილის გარდაცვალების ფაქტი გარკვეული პოლიტიკური მანიპულირების თემად იქცეს. ერთია პოლიტიკური შეხედულება და მეორე ადამიანური ტრაგედია. 

შეგახსენებთ, რომ საზარელი ტრაგედია ზუგდიდის რაიონ ნაწულუკუში მოხდა.
აღნიშნულ ფაქტს იმავე დღეს გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ პრეს-სპიკერი ვაკო ავალიანი, რომელმაც განაცხადა: 

„საშინელი ტრაგედია მოხდა. გაირკვა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა და რომელიც მიკროავტობუსში ადიოდა, ბავშვს ხელი გაუშვა, ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, მანქანა დაიძრა და ბავშვი დაიღუპა.“

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი "მერანი“ დაიწყო1
აქციაზე სტუდენტების ნაწილმა სხეული დაიზიანა2
ალავერდის ტაძრის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება3
პარლამენტში შესაძლოა იურისტ მაგნიტსკის საქმე განიხილონ4
მოსკოვი შიშობს, რომ საქართველო მას ნატოს სატრანზიტო ფუნქციას წაართმევს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X