GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილმა ან ქვეყანა უნდა დატოვოს, ან მისი დეპორტაცია განხორციელდება
17:24 25.04.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილმა  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენის დეპორტაცია განხორციელდება. 

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში 360 დღე დაჰყოს. ამის შემდეგ კი, მან ქვეყანა თუნდაც ერთი დღით უნდა დატოვოს და დაფიქსირდეს, რომ საზღვარი გადაკვეთა.  ამ საკითხთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“ ბიძინა ივანიშვილის იურისტსა და პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრს არჩილ კბილაშვილს ესაუბრა.

-  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე უნდა დატოვოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპორტაცია ელის. რას აპირებს ოლიგარქის გუნდი და რა რჩევას აძლევთ მას, როგორც პირადი იურისტი?

- დღეს მოქმედი კანონით, 360 დღე არის ის დრო, როდესაც შეუძლია უცხოელს იმყოფებოდეს საქართველოში, ამის შემდეგ კი მან უნდა გადაკვეთოს ქვეყნის საზღვრები.

-  რა მოხდება მაშინ, თუკი 360 დღის გასვლის შემდეგ, მას არ ექნება გადაკვეთილი საზღვარი?

-  ამ შემთხვევაში კანონის ეს რეგულაცია იქნება უკვე ამოწურული და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მოვალე იქნება ერთხელ მაინც გადაკვეთოს საზღვარი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანონი არსებული სახით დარჩება და არ შეიცვლება.

- როდის აპირებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას?

- ის კანონს ყოველთვის იცავდა და ამბობს, რომ ყოველთვის დაიცავს. კანონის დარღვევის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს.

- რომელ ქვეყანაში წავა ბიზნესმენი, თუნდაც ერთი დღით?

- ვერ გეტყვით, ეგ არვინ იცის. საჭიროების მიხედვით იქნება, ალბათ, ეს გადაწყვეტილი.

- თუ ივანიშვილი არ დატოვებს ქვეყნის საზღვრებს, ემუქრება მას დეპორტაცია?

- აქ სხვადასხვა მექანიზმები ერთვება. როდესაც ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, ეს უფლება იზღუდება. თუმცა დეპორტაცია მაინც დასაშვებია, რაც უკვე სასამართლოს დონეზე უნდა გადაწყდეს. როდესაც ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა, ამ შემთხვევაში მას უფრო მეტი უფლება აქვს. ეს უნდა იყოს სასამართლო განხილვის საგანი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პეტრიაშვილი: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია1
ვანო მერაბიშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა2
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე3
ოლიმპიური დღის ქართული განრიგი4
ევგენია ტიმოშენკო: დედა ძალიან მალე შეიძლება მოკვდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X