GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მამუკა კაციტაძე: ივანიშვილმა პატარკაციშვილის გარდაცვალებით იხეირა...
19:26 22.03.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი და საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ  სუბიექტებს აქვთ მიზანი კომისიის ლანძღვითა და კრიტიკით, ივანიშვილის ოცნების კარზე თავი დაიმკვიდრონ.  „პრესა.ჯი“– ს მამუკა კაციტაძე ესაუბრა. 

- გამოქვეყნდა NDI-ს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 64% არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. იმოქმედებს ეს არჩევნებზე პოზიტიურად? 

- არჩევნები ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. შესაბამისად, არჩევნებში მოქალაქეების მაღალი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის.  

თუ არჩევნებში, მოსახლეობის ჩართულობა დიდი იქნება, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო უკეთესად იქნება წარმოდგენილი. რაც მეტი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო ზუსტი იქნება პოლიტიკური განწყობები, რაც აისახება არჩევნების შედეგებში.

არსებობს ერთი კარგი გამოთქმა - „ცუდ ხელისუფლებას  ირჩევს ის კარგი ამომრჩეველი, ვინც არ მიდის არჩევნებზე“. აქედან გამომდინარე,  არჩევნებზე მისვლა, იძლევა მეტ გარანტიას საკანონმდებლო ორგანოში ობიექტური სურათის შექმნისთვის. 

-  თქვენი კომისიის მუშაობას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ აკრიტიკებენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. მათი თქმით, კომისია ფლანგავს ფულებს და არ ასრულებს სამუშაოს. ეს ბრალდება თქვენ ჯონდი ბაღათურიამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და თამაზ დიასამიძემ წაგიყენათ... 

-  საერთოდ, ვისაც რაიმე საქმე უკეთებია ცხოვრებაში უნდა იცოდეს, რომ როცა საქმეს აკეთებ, მას სჭირდება მოსამზადებელი პერიოდი, სამუშაო პერიოდი და შემაჯამებელი პერიოდი. 

მათ ბრალდებაში უფრო ვხედავ პოლიტიკურ მოტივაციას. მათ აქვთ მოტივაცია, რომ როგორღაც დაფიქსირდნენ განსაკუთრებულ ოპონენტებად „ოცნების კარზე“ და ამით მოიპოვონ დივიდენდები.  

- „ოცნებაში“ მოსახვედრად, სიების დაზუსტების კომისიის კრიტიკა საკმარისია? 

- მათი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ ცნობილია. მათ აქვთ ლტოლვა, რომ ამ კოალიციაში გარკვეული ადგილი დაიმკვიდრონ. განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან ისინი, ვისაც პოლიტიკური პარტია არ გააჩნიათ, ან გააჩნიათ ერთი პირის საწარმოს დონის პარტია.   

თუ „ოცნების კარზე“ ვინმეს თავის დამკვიდრება უნდა ჩემ ხარჯზე, პირდაპირ ვეუბნები, რომ ცუდი არჩევანია. ამის საფუძველს არ მივცემ. პოლიტიკურ კეკლუცს,  ჩემს ხარჯზე არ დავუშვებ. როგორც ჩანს, კეკლუცის რესურსიც რეგლამენტირებულია მათთან.  

- ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილთან ერთად აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ გადაიფიქრა. გქონდათ, თავის დროზე, ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია?   

- არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს ვალერი გელბახიანი პატარკაციშვილისა და ივანიშვილის ალიანსზე. შემიძლია ვთქვა სხვა რამ... ივანიშვილი იყო ნომერ პირველი კონკურენტი ბადრი პატარკაციშვილისა საქართველოსთან მიმართებაში. იმ სეგმენტში, რასაც სერიოზული ფინანსური რესურსის ფლობა ჰქვია.  

ეს კონკურენცია ვლინდებოდა პერიოდულად სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნებოდა მედია, დონორობა თუ სხვა. მოდით, მე ერთ რამეს გეტყვით და განსასჯელად დავტოვოთ ქართული საზოგადოებისთვის. 

ივანიშვილი საუბრობს, რომ ხელისუფლებას ზურგი შეაქცია 2008 წლის იანვრის ბოლოს. მე ცოტა სხვა ინფორმაცია მაქვს და ლოგიკაც სხვაზე  მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური ზურგშექცევის გადაწყვეტილება მიიღო არა იანვრის ბოლოს, არამედ 2008 წლის თებერვლის ბოლოს. 

იანვრის ბოლოსა და თებერვლის ბოლოს შორის მოხდა ერთი ფაქტი - გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი. ბიძინა ივანიშვილს ჩამოსცილდა კონკურენტი და მან რეალურად დაიწყო თავისი თამაში. ივანიშვილმა პატარკაციშვილის გარდაცვალებით იხეირა... 

ბიძინას  თავისი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და ეს მიზნები პატარკაციშვილის კონკურენციაში ცხადდებოდა.  მან, თავისი მიზნების გამხელა, დაიწყო 2011 წლის ოქტომბრიდან და არ დაიწყო 2008 წლის ზაფხულიდან, როცა პოლიტიკური ოპოზიცია სერიოზულ ბრძოლაში იყო სააკაშვილთან. 

ამ პოლიტიკურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის იანვრის არჩევნებში ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, ის ჩრდილში დადგა და არ დახმარებია ოპოზიციას. 2009 წელიც ყველას ახსოვს, 111 დღიანი აქციები და მაშინაც არ გამოჩნდა ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე. 

როცა ოპოზიცია დაძაბუნდა და დასუსტდა, ივანიშვილმა იფიქრა, რომ მისი ოპო-საჭეთმპყრობლობის დრო მოვიდა და გამოვიდა ავანსცენაზე. ეს რომ არ დაინახო, ან არ უნდა გინდოდეს დანახვა, ან ბრმა უნდა იყო.

შორენა გოგოლაძე 

[presa.ge]

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში ინფლაციის დონე შემცირდა1
"პრესა.ჯი" ბიძინა ივანიშვილის წერილსა და სანოტარო აქტს აქვეყნებს2
კუბლაშვილი: ხარისხთან დაკავშირებით საკაბელოების დავალდებულება წარმოუდგენელია3
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა4
ზურაბ აბაშიძე შეხვედრებს დღეიდან გამართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X