GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გია ნოდია: "ქართულ ოცნებაში" იდეოლოგიური დომხალია
09:09 29.05.2012
დღის სიახლეები
პოლიტოლოგი გია ნოდია „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას აფასებს. პოლიტოლოგის აზრით, 27 მაისის აქცია ნამდვილად იყო სარჩევნო კამპანიის დასაწყისი, თუმცა ნოდიას შეფასებით, მას აქციაზე ახალი არაფერი მოუსმენია, რის გამოც ორსაათიანი მიტინგი მისთვის უშინაარსო გამოდგა. „ინტერნეტ.ჯი“-ს პოლიტილოგი გია ნოდია ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციას და რა გზავნილები დაინახეთ ბიზნესმენის მხრიდან ამომრჩევლის მისამართით, იყო ეს საარჩევნო კამპანიის დასაწყისის აქცია?

 -  ნამდვილად იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი და არავინ თვლის, რომ ეს სხვა რამის დასაწყისი იყო. აქცია იყო წარმატებული, რადგან ჩაუნერგა ოპოზიციის მომხრეებს  რწმენა, რომ მათი ოცნება ძლიერია. რაც შეეხება შინაარსს, იქ ახალი და საინტერესო არაფერი ყოფილა.

- ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტი დატვირთული იყო ხელისუფლების  კრიტიკით, მან გაიხსენა ასევე თავის ბავშვობა და თქვა როგორი უნდა იყოს საქართველო. აქცენტები სწორად გააკეთა კოალიციის ლიდერმა თავის გამოსასვლელ სიტყვაში?  

- შეიძლება არც იყოს აუცილებელი რომ აქციაზე შენი გეგმები მოასმენინო ხალხს. მიტინგებზე პროგრამებს არ ახმოვანებენ, მაგრამ თუნდაც აქამდე სადმე უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გახმოვანებული, რაიმე კონკრეტული დაპირება, მაგრამ ეს არ მომხდარა. ერთადერთი კონკრეტული დაპირება რაც მახსოვს, არის ის, რომ დაინგრევა შუშის ხიდი და მის ადგილას აშენდება სხვა.

- ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები აანონსებდნენ 27 მაისს დღედ, როდესაც კოალიცია და მისი ლიდერი ამომრჩევლებს შეხვდებოდნენ. პასუხობდა თუ არა აქციის ანონსს შეხვედრა?

- ეს ახლა რიტორიკაა, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს  რა ერქმევა ამ შეკრებას, მიტინგი თუ აქცია. მთავარია ამომრჩეველს უთხრა სათქმელი და გააცნო შენი გეგმები, რაც გუშინ არ ყოფილა.

- ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრება და ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ. რა პოლიტიკური მიზნები ან გეგმები დგას ამ გადაწყვეტილების უკან?

- თავიდან მკაფიოდ და მკვეთრად ამბობდა ივანიშვილი, რომ გაჩეჩილაძეებთან არ ითანამშრომლებდა. მოგვიანებით მან შეცვალა გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან უარყოფითად მოქმედებს პოლიტიკოსის იმიჯზე, რაიმე გადაწყვეტილების შეცვლა. როგორც ჩანს, ოპოზიციის სოციალური დაკვეთა არის, რომ ყველა გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ და არა რაიმე პოლიტიკური და პირადი ღირებულებები დაიცვან. თავდაპირველად იყო გამიჯნული სპექტრი და ცხადი იყო, ვინ სურდა ივანიშვილს თავის გუნდში და ვინ არა. შემდეგ უკვე მათ შეუერთდნენ „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები, ასევე ძიძიგურ-დავითაშვილის დუეტი და ჯამში მივიღეთ იდეოლოგიური დომხალი. ახლა  ნინო ბურჯანაძე და ძმები გაჩეჩილაძეებიც იქ არიან და კიდევ უფრო რთულად არის საქმე იდეოლოგიასთან დაკავშირებით. ანუ ეს არის წმინდა ნეგატიური გაეთიანება და არანირი პოზიტივი მას არ აქვს.

- თქვენ ახსნეთ იდეოლოგიური დომხალი. პოლიტიკური პარტიები, რომელიც ახლა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიან განსხვავდებოდნენ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციით. ახლა კი ერთი მიზანი აქვთ. შესალოა განსხვავებული იდეოლოგიის გამო კოალიცია დაიშალოს?

- მას აქვთ ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი საერთო. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფული. სანამ ეს ფული იარსებებს, ისინი არ დაიშლებიან, ამ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ რაღაც მნიშვნელოვანს. სწორედ ამიტომ განსხვავდება ეს გაერთიანება იმ გაერთიანებისგან, რომლებიც ადრეც არსებობდა და ადვილად იშლებოდა, რადგან ასეთი (მაგალითად ფული) შემაკავშირებელი არაფერი ჰქონდათ.   

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რუსთაველის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი გამართეს1
გია ნოდია: "ქართულ ოცნებაში" იდეოლოგიური დომხალია2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X