GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია მიმინოშვილი: "ქართულ ოცნებასთან“ ალიანსს გამოვრიცხავ
17:56 29.05.2012
დღის სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრმა დაუსაბუთებლად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს მინიმუმ ის მაინც უნდა აეხსნა საზოგადოებისთვის რომელ „პრინციპულ“ შეუთანხმებლობაზე იყო საუბარი.

„ინტერნეტ.ჯი“ ამ თემებზე მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

- სამსახურიდან გათავისუფლების პირველივე დღეს თქვენ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდით, თქვენს გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა?

- პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, ბატონ ბიძინას მისი ინიციატივით შევხვდი. ივანიშვილი დაინტერესდა, ხომ არ შეექმნებოდა ჩემი გათავისუფლებით საფრთხე ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რაზეც ჩემი მოსაზრება გავუზიარე. ამის ალბათობა დიდია, რადგან რესურსცენტრის 60-მა გამოცდილმა  თანამშრომელმა სამსახური დატოვა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო ალიანსს, ამას გამოვრიცხავ, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ.

- განათლების სამინისტროში თქვენი გათავისუფლების მთავარ მიზეზად რეფორმების განხორციელების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და  თქვენ პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა სახელდება...

- სანამ ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდებოდა მინისტრთან ნახევარ წუთიანი შეხვედრა მქონდა. შაშკინმა ჩემი გათავისუფლების მიზეზად პიროვნული შეუთავსებლობა დამისახელა, რის შემდეგაც შაშკინის კაბინეტი უკომენტაროდ დავტოვე.

- ანუ მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზებს არ ჩაძიებიხართ?

- მსგავს გადაწყვეტილებებს გამოცდების აქტიურ ფაზაში შესვლამდე არავინ იღებს. არა არ დამისვამს კითხვა. მაქვს მხოლოდ ჩემი ვარაუდები, რომელიც 27 მაისს გამართულ აქციას უკავშირდება, მსვლელობაში ჩემი ვაჟიც მონაწილეობდა, მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მეორე დღეს განათლების მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

- ეს ვერსია გუშინვე გავრცელდა, თუმცა ჟურნალისტებისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმაზეც გქონდათ უთანხმოება...

- შაშკინთან მხოლოდ საგამოცდო პერიოდში მიწევდა შეხვედრა. ვსაუბრობდი იმ თემატიკაზე რასაც ათი წელია ვაკეთებ. მახსენდება მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვეედრა, როდესაც საუბარი ეროვნული გამოცდების გაუქმებას შეეხო, სამინისტროს სურდა გამოცდების გაუქმება, უმაღლესი განათლების მისაღებად უნდა ყოფილიყო მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა ჩასაბარებელი და გამოსაშვები გამოცდების მეშვეობით განხორციელებულიყო სტუდენტების ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი.

- ქალბატონო მაია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი ვაჟი „ქართული ოცნების“ აქტური მხარდამჭერია, ძმა კი პრესსპიკერის უახლოესი მეგობარი, ხომ არ გადაიხედება თქვენი პოლიტიკური გემოვნება?

- ეს ჩემი ვაჟის პირადი პოზიციაა და მას მე ვერ შევაჩერებდი. ის ზრდასრული ადამიანია და აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია. ჩემი ძმა ნამდვილად მეგობრობს მაია ფანჯიკიძესთან. გუშინ გავიგე, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მიულოცავს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არავითარ შემთხვევაში არ გავხდები პოლიტიკოსი.  მალე დავაარსებ არასამთავრობო ორგანიზაციას, სადაც სავარაუდოდ, ჩემი გუნდი იქნება წარმოდგენილი და ვიმუშავებთ განათლების პროექტებზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მედვედევი ცხინვალის რეგიონში იმყოფება, რუსული გრადები საქართველოს უმიზნებენ1
აზერბაიჯანი ყარაბღთან დაკავშირებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს მიიღებს2
ჩირიკბას ევროკავშირის თანათავმჯდომარის პოზიცია არ აკმაყოფილებს3
გივი თარგამაძე: პუტინის ტელევიზიების “რაღაც მონაჩმახზე” კომენტარს არ გავაკეთებ4
მარსზე მდინარის უძველესი ნაკვალევი აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X