GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მე-9 არხის" ეთერში გასვლის თარიღი გენერალურმა დირექტორმა არ იცის
15:44 31.03.2012
დღის სიახლეები

"მე-9 არხის" ეთერში გასვლას საზოგადოება 1-ელ აპრილს ელოდა. იმ დღიდან რვა წლის შემდეგ, როდესაც არხმა, მისი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის  გადაწყვეტილებით, მაუწყებლობა „პუტინზე გასული ნეგატიური ფილმის გამო“ შეაჩერა.

თუმცა, როგორც ირკვევა, "მე-9 არხის" ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი კვლავ არ არის. როგორც "ინტერნეტ.ჯი"-თან საუბარში ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამბობს, "მე-9 არხისთვის" კადრების შერჩევა კვლავ მიმდინარეობს. მისთვის უკვე შერჩეულია ლოგო, რომელიც რუსეთის წამყვანი ტელევიზიის იდენტურია.

"მე-9 არხში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, "ინტერნეტ.ჯი" არხის გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს ესაუბრა:

- როდის დაიწყებს მაუწყებლობას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზია "მე-9 არხი"?

- ტელევიზია ეთერში, აპრილში გავა, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით.

- ტელეწამყვანებს შორის, საზოგადებისთვის ცნობილი სახეები თუ იქნებიან, კერძოდ, ნათია ლაზაშვილი და გოგა ახალკაცი?

- დაიხ, "მე-9 არხის" თანამშრომლები - ორივე იქნება. ლაზაშვილი საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს, ხოლო ახალკაცი - ნიუსს, თოქშოუს.

- რაც შეეხება კორესპოდენტებს, ძირითადი შემადგენლობა თუ დაკოპლექტეთ?

- გუნდის ნაწილი, დავაკომპლექტეთ და ნაწილიც, მომავალ კვირას, ჩამოყალიბდება. 

- რამდენიმე დღის წინ, თამარ კვარაცხელია "მე-9 არხიდან" გაათავისუფლეთ. ეს ფაქტი კვარაცხელიამ მამამისის, ვალერი კვარაცხელიას მიერ ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას დაუკავშირა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი?

- კვარაცხელია არსად გამიშვია, რადგან ის ჩვენი თანამშრომელი, "მე-9 არხის" გუნდის წევრი არასდროს ყოფილა. ჩვენ საჯარო კონკურსი გამოვაცხადეთ და 3500 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც, ზოგი პირდაპირ გადავარჩიეთ, ზოგი ტესტს გადიოდა და მათგან, ჯერ-ჯერობით, არავინ აგვიყვანია.

- "მე-9 არხის" ლოგოსთან დაკავშირებით, ვერსია გამოითქვა, რომ ის რუსეთის პირველი არხის ლოგოს ჰგავს. ტელეკომპანიის ლოგო, როგორ შეარჩიეთ?

- ეს ლოგო ამერიკელებმა გააკეთეს. კერძოდ, კომპანიამ - "იმეიჯინ ფორსი", რომელსაც გრაფიკაში, ოსკარი აქვს აღებული და დანარჩენი თავად შეაფასეთ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთის ოპოზიცია პუტინის წასვლაზე ლოცვას იწყებს1
ზურაბ ალავიძე: მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია.2
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო3
ტანმოვარჯიშემ საბედისწერო ნახტომი შეასრულა (VIDEO)4
მესტიაში დაკარგული ლიტველი ალპინისტის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X