მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, საკუთარი რეიტინგის შეფასებისას განაცხადა რომ სოციოლოგიური კვლევებისა და რეიტინგების აუცილებლობას ვერ ხედავს, მით უფრო, რომ მიაჩნია, ოსები, გრძნობებს, თავშეკავებულად გამოხატავენ.
`ყველაფერი კარგად ჩანს სოციოლოგიის გარეშეც. მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ ხალხთან და ვხედავ, რომ ადამიანებს ჩემი სჯერათ. ხედავენ, რომ სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრით. მეტი რითი უნდა აღვიქვა მხარდაჭერა? ოსები ძალიან თავშეკავებული ხალხია თავისი გრძნობების გამოხატვისას~ - ციტირებს ლეონიდ თიბილოვს ოსრადიო, რომელიც არ აკონკრეტებს რეიტინგს, რომელზეც თიბილოვს კითხვა დაუსვეს.
თუმცა ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პერიოდში ოსურ ბლოგებზე მას `პენსიონერების პრეზიდენტი~, ცხინვალის რეგიონს კი `რუსი სამხედროების რესპუბლიკა~ უწოდეს.
Internet.ge