GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლაკობა: ვინც საქართველოში სამკურნალოდ ჩავა, შეუძლია იქ დარჩეს
20:32 29.08.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა და აირჩია გზა - ჩართულობა აღიარების გარეშე, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის, სამედიცინო პროექტების რეალიზაციას ითვალისწინებს.

"მე შემიძლია გავიგო, როცა იქ სამკურნალოდ ჩაჰყავთ მოხუცები და ბავშვები (აფხაზეთიდან), მაგრამ არ მესმის, როცა ნარკოდამოკიდებული ადამიანები ჩადიან და მათთან გარკვეული სამუშაოები ტარდება. ამ კუთხით კრიმინალური პირობები ძალიან ხელსაყრელი შეიძლება იყოს ყველაფრისთვის – დივერსიებისთვის, ტერაქტებისთვის და ა.შ. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ მათთან ძალიან მჭიდროდ მუშაობენ," - განაცხადა ლაკობამ მრგვალ მაგიდასთან ადგილობრივ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, იმისათვის, რომ აფხაზებს აღარ გაუჩნდეთ ქართულ მხარეს სამკურნალოდ წასვლის სურვილი, სოხუმმა თავისი სამედიცინო სტრუქტურები უნდა განავითაროს.

ლაკობას განსაკუთრებით ის ფაქტი აშფოთებს, რომ თვით ომის მონაწილეები და ორდენოსნებიც კი ქართულ მხარეს გადადიან სამედიცინო დახმარების მისაღებად.

"როცა ისინი ხელს აწერენ ზოგიერთ დოკუმენტს ქართულ ენაზე და არ იხდიან მკურნალობის ფულს, ისინი იღებენ დახმარებას, როგორც საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ უფასო ყველი, როგორც ამბობენ, მხოლოდ ხაფანგშია," - განაცხადა მან.

"თამაში არ დამთავრებულა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან მოეშვა" - განაცხადა ლაკობამ და დასძინა, რომ ვინც ჩავა საქართველოში, შეუძლია დარჩეს კიდეც და საქართველოს მოქალაქეც გახდეს.

ლაკობა არწმუნებს აფხაზებს, რომ თბილისს აფხაზური საზოგადოების გახრწნა სურს და აფხაზები ფსიქოლოგიური დამუშავების ობიექტები ხდებიან.

"არცერთი ჩვენი ნარკომანი არ განიკურნება საქართველოში... ისინი თვლიან, რომ მათ იქ (საქართველოში) მეგობრები ჰყავთ, მაგრამ თავად სააკაშვილმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ნარკომანები დაიჭირა, ჩვენი ნარკომანებისთვის კი შეიძლება იქ სამკურნალოდ ჩასვლა. ამ მიმართულებით ნეგატიური მიმართულებით ძვრა გვაქვს," - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარიაშვილმა “მონპელიესთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა1
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს2
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს3
„საქჰიდრომშენის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს4
აკაკი მინაშვილი „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციით მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X