GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალში ფიქრობენ, რომ რუსეთთან თამაშრომლობამ მათ შედეგები ვერ მოუტანა
15:50 10.04.2012
დღის სიახლეები

ცხინვალში მიხვდნენ, რომ მოსკოვმა მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებით არც ისე დიდი საქმე გააკეთა. ოკუპირებულ რეგიონში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობით „სამხრეთ ოსეთს“ არანაირი კონკრეტული შედეგი არ მიუღია.

მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა „კომერსანტის“ ჟურნალისტთან ოლგა ალიონოვასთან საუბრისას აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის მიმართ ცხინვალში ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვები:

„ჩვენთან ხალხი ყოველთვის პრორუსულად იყო განწყობილი, მაგრამ ნოემბრის არჩევნების შემდეგ კითხვები გაჩნდა. დიახ, ყველა კანდიდატი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების განვითარებაზე, რადგან რუსეთი ერთადერთი პარტნიორია ჩვენთვის, მაგრამ დღეს უფროდაუფრო მეტ ადამიანს აინტერესებს, რამდენად სამხრეთ ოსეთის ნაციონალური ინტერესების ადექვატურად განვითარდება ეს ურთიერთობები? რადგან ჯერჯერობით რუსეთთან თანამშროლობით არანაირი კონკრეტული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგი ჩვენ არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, აღიარება - ეს საკვანძო საკითხია, მაგრამ წინაც ხომ უნდა წავიდეთ, აღიარებიდან კი უკვე სამ წელი გავიდა“ - აცხადებს გაგლოევა.

„კომერსანტის“ ჟურნალისტი წერს, რომ ცხინვალის  ოპოზიცია ეჭვის თვალით უყურებს დიმიტრი მედვედვის მიერ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სპეცწარმომადგენლად ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის თეიმურაზ მამსუროვის დანიშვნასაც.

„რისთვის გადაამისამართა კრემლმა ყველა კომუნიკაცია მამსუროვზე? იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები აღარ ჩავიდნენ კრემლში და ყველა საკითხი მამსუროვის გავლით გადაწყდეს?“ - კითხულობს რუსეთზე განაწყენებული „კომერსანტის“ რესპონდენტი.

ჟურნალისტის თქმით, ცხინვალში ახლა იმითღა იმშვიდებენ თავს, რომ სპეცწარმომადგენელი არა მარტო მათ, არამედ აფხაზეთსა და დნესტრისპირეთსაც დაუნიშნეს.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ეზუგბაია აშხაბადში იმყოფება1
თურქეთში დაკავებულ 90 ქართველს შორის 28 ქალია2
მართლმადიდებლური სამყარო საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს3
4 წლის ბავშვმა მანქანა გაიტაცა4
104 წლის ქალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X