ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ „სამხრეთ ოსეთის
საჰაერო სივრცის დარღვევა“ პროვოკაციად და საფრთხედ შეფასდება და ყოველი ასეთი
მცდელობა მკაცრად აღიკვეთება“ - განაცხადა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა
ვალერი იახნოვეცმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რეს“ იუწყება, იახნოვეცმა
აღნიშნა, რომ „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს სამხედრო სამზადისს. ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი
ქვეითთა საბრძოლო მანქანის „ლაიზკასა“ და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ პრეზენტაცია
შედგა. ახლა სურთ, რომ მსოფლიოს აჩვენონ ახალი საფრენი აპარატი. ყოველივე ეს
მეზობელი ქვეყნის აგრესიულ გეგმებზე მეტყველებს . გვინდა გავაფრთხილოთ იქაური „ქორები“:
ნებისმიერი სამხედრო პროვოკაცია აღიკვეთება. ამისათვის ჩვენ ყველა საჭირო
საშუალება გვაქვს“ - განაცხადა
იახნოვეცმა.
როგორც „ია რეგნუმ“ იუწყება, იახნოვეცმა ეს განცხადება
მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ გააკეთა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ
შექმნეს მაღალტექნოლოგიური უპილოტო საფრენი აპარატი.
Internet.ge