ვლადიკავკაზის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე
კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა.
სოფელ კამგარონის რაიონში ბოევიკთა,
სავარაუდოდ, 10-კაციანი ჯგუფია აღმოჩენილი.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბანდფორმირების
წევრები ჩრდილოეთ ოსეთში ინგუშეთიდან გადავიდნენ.
აღნიშნულ რაიონში სამართალდამცველები ყველას
დოკუმენტებს ამოწმებენ. ტარდება ღონისძიება, დაჯგუფების წევრთა ასაყვანად ან
გასანადგურებლად.
კონტრტერორისტული რეჟიმი სპეცოპერაციის
დასრულებამდე იქნება ძალაში.
Internet.ge