სეპარატისტული რეჟიმის ახალი ლიდერის ლეონიდ თიბილოვის „ინაუგურაციის“
დასაგეგმად საორგანიზაციო კომიტეტი შეიკრიბა. „ინაუგურაცია“ 19 აპრილსაა დაგეგმილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ცხინვალში ბევრს სტუმარს ელოდებიან.
ცერემონია ე.წ. მთავრობის სახლის დიდ დარბაზში ჩატარდება, რის შემდეგაც,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თიბილოვს „პრეზიდენტობის
დამადასტურებელ მოწმობას“ გადასცემს.
ცხინვალის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „ინაუგურაციის დღეს
ახლადარჩეული პრეზიდენტი საზღვარგარეთის დელეგაციებთან რიგ ორმხრივ შეხვედრებსაც
გამართავს“. თუმცა რომელ საზღვარგარეთულ დელეგაციებზეა საუბარი, არ კონკრეტდება.
როგორც წესი, ასეთ საზღვარგარეთელ და საერთაშორისო წარმომადგენლობებად ძირითადად,
რუსეთიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან ჩასული პირები ითვლებიან ხოლმე.
Internet.ge