დაღესტანში სოფლ ბალახანის მიდამოებში, ტყის მასივში რუსული ავიაცია ბომბებს ყრის. ამის შესახებ საიტი vdagestan.com იუწყება.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსული გამანადგურებლები დაახლოებით 12-ჯერ შეფრინდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და 12-ჯერ შეუტიეს მას.
მოგვიანებით დაბომბვის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. კადრებში რაკეტის ორი აფეთქებაა გადაღებული, რომელიც გამანადგურებლებმა ტყის მასივში ისროლეს.
internet.ge