GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოხუმი გალის რაიონში ქართული მხარის მიერ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე ალაპარაკდა
12:32 24.09.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ მალე ოკუპირებულ რეგიონს ახალი სახელმწიფოები აღიარებენ, თუმცა ჟურნალისტების კითხვას, როდის მოხდება ეს და ვინ აღიარებს აფხაზეთს, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთიბამ პასუხი ვერ გასცა.

მან ზოგადად აღნიშნა, რომ აფხაზეთი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, კერძოდ, ხინთიბამ, ამ აქტიურობის დასტურად ექვს ენაზე მომუშავე ინტერნეტ-საიტი “Pro Abkhazia” დაასახელა, რომლითაც, სოხუმი აფხაზეთს მსოფლიოს აცნობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ხინთიბას გალის რაიონთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე გალში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ბოლო თვეების ტერორისტული აქტები დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ“ - განაცხადა მან.

ხინთიბას თქმით, ქართული მხარე ადგენს „დასახვრეტთა სიებს“ - აფხაზ თანამდებობის პირთა სიებს, ასევე გალის რაიონის იმ მოსახლეობის სიებს, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა რუსეთთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებაც ამცნო ჟურნალისტებს.

„ამ დროისათვის რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის უკვე 81 ორმხრივი შეთანხმებაა ხელმოწერილი. ხელმოსაწერად მზადდება კიდევ 30 დოკუმენტი, რომელთა შორისაა შეთანხმებები ელექტროენერგიისა და განათლების, ასევე თავდაცვითი მიმართულების შეთანხმებები“, - განაცხადა ხინთიბამ.

მისივე ცნობით, ტურიზმის სფეროში გაფორმებული ორმხრივი დოკუმენტების წყალობით აფხაზეთს 2012 წლის საკურორტო სეზონზე მილიონამდე რუსეთის მოქალაქე ესტუმრა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო კალანდაძე: საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების სურვილი ODIHR- მა გამოთქვა1
კახეთში ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს2
სოხუმი გალის რაიონში ქართული მხარის მიერ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე ალაპარაკდა3
ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანიებში ცხელი ხაზის მუშაობით დაინტერესდა4
ბიძინა ივანიშვილი „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X