თუ ქართველები ოცნებობენ იმაზე, რომ დაიბრუნონ აფხაზეთი, ეს ოცნება კი
არა, ილუზიაა - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა პერსკონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი
მთავარი თემაც საქართველოში მიმდინარე ცვლილებები იყო.
„თუ ისინი კეთილმეზობლური, თანასწორი ურთიერთობების დამყარებაზე
ოცნებობენ, ეს კარგი ქართული ოცნებაა - სხვა კომენტარი მე არ მაქვს“ - განაცხადა
ანქვაბმა.
მან გააკრიტიკა რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის პაატა
ზაქარეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზებთან ყველა საკითხის განხილვა
შეიძლება მოხდეს, გარდა დამოუკიდებლობის საკითხისა.
„ჩვენ თავად ავაშენებთ ჩვენს ცხოვრებას და მომავალს. ჩვენ ეს უკვე
განვსაზრღვრეთ და ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი მრჩევლები“ - აღნიშნა ანქვაბმა.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერის თქმით, სოხუმმა ახალ ხელისუფლებას ასევე
ეჭვის თვალით უნდა უყუროს:
„ივანიშვილი
მდიდარი ადამიანია და დაე, ხარჯოს თავისი ფული თავის ხალხზე. ჩვენ ჩვენს
სამშობლოში ვცხოვრობთ და აქედან არსად ვაპირებთ
წასვლას. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო საზღვარი გვაქვს, რომელსაც ვიცავთ... ჩვენთვის
ერთი საკვანძო საკითხი არსებობს - სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, დანარჩენი
საკითხები მოვხსენით“ - განაცხადა ანქვაბმა.
internet.ge