GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალი თბილისს ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს
16:35 17.10.2012
დღის სიახლეები

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ვერ დამყარდება ეკონომიკური ურთიერთობა, ვიდრე თბილისი უსაფრთხოების გარანტიებს არ განსაზღვრავს - განაცხადა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ჟენევის ბოლო რაუნდის განხილვის საგანიც იყო.

„რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაზეც საქართველოს ახალი ხელისუფლება საუბრობს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიდრე არ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვენს შორის ვერანაირი ეკონომიკური პროექტები ვერ განხორციელდება,“ - განაცხადა ჯიოევმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მხოლოდ თბილისის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შეთახმების ხელმოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჯიოევის თქით, ოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიებზე კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს იმუშაოს ე.წ. საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე.

„ჩვენ შევახსენეთ, რომ შექმნილი გვაქვს კომისია დემილიტაციისა და დემარკაციის შესახებ და მივმართეთ ქართულ მხარეს, დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა,“ - აღნიშნა მან.

“ქართული მხარე ადრე იყენებდა ტერმინს „ადმინისტრაციული ხაზი“ ან „ადმინისტრაციული საზღვარი“, ამჯერად კი გამოყენებულ იქნა ტერმინი „ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ხაზი“, რასაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს საზღვართან,” - განმარტა ჯიოევმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნათელაშვილი: საქართველოს დეოკუპაციის გზა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გადის1
თავდამსხმელებმა მანანა შენგელია წამებით მოკლეს2
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს3
ნაცისტების მიერ ტიბეტში ნაპოვნი ქანდაკება მეტეორიტისგან დამზადებული აღმოჩნდა4
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა სხდომებს Skype-ით არ ჩაატარებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X